ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455 პროცენტით განისაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.