„ელიტელი“ „ჰოთსეილის“ ახალი პარტნიორია.
თანამშრომლობის ფარგლებში ელექტრონული კომერციის წამყვან ვებგვერდზე „ელიტელი“ შეთავაზებები მუდმივად განახლდება. სპეციალური შეთავაზებებით ხარისხიანი, ბრენდული ტექნიკის შეძენა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც მსხვილ, ისე წვრილ საოჯახო ტექნიკას.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ელიტ ელექტრონიქსი უკვე 23 წელია, რაც სამომხმარებლო ბაზარზე მოღვაწეობს. დღეს კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია მსოფლიოს უმსხვილესი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდები, როგორიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Delonghi, Dyson, LG, Sony, Philips, Acer, Lenovo და სხვა. ელიტელი წარმოადგენს Apple-ის ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში, Bosch-ის, Gorenje -ის, Hitachi -ს და Delonghi-ს ექსკლუზიურ და ერთადერთ წარმომადგენელს და ასევე, Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორს.
ეს უკვე ტექნიკის მაღაზიათა მეორე მსხვილი ქსელია, რომელიც „ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო „ტექნობუმთან“, რომლის საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით „ჰოთსეილის“ მომხმარებლები უკვე სარგებლობენ. „ტექნობუმი“ 2010 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და დღემდე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ტექნიკის გაყიდვებში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.
„ჰოთსეილის“ საქმიანობის მთავარი სტრატეგიაა, მომხმარებელს მრავალფეროვანი სპეციალური შეთავაზებები და სიახლეები შესთავაზოს. მუდმივად განახლებადი იქნება „ელიტელი“ და „ტექნობუმის“ შეთავაზებებიც. არ გამოგრჩეთ სპეციალურად „ჰოთსეილის“ მომხმარებლისთვის შექმნილი შეთავაზებები და განახლებული ფასები, რაც გონივრული დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ. კომპანია ზრუნავს, რომ მომხმარებლისთვის შეძენის პროცესი მარტივი და სასიამოვნო იყოს.
დაზოგვა ჭკვიანურია, ჯერ ჰოთსეილზე ნახე!
(R)