დღეს გარკვეული დროის განმავლობაში eAuction.ge ხარვეზებით მუშაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებითსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებას ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ 2021 წლის 13 აპრილს 16:30 საათიდან - 17:45 საათამდე ინტერვალში ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება, რის შედეგადაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება.
შესაბამისი ჯგუფი სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, მუშაობს ხარვეზის დეტალური მიზეზების დასადგენად.
რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ აუქციონებს, რომელთა დასრულების დროდ მითითებული იყო აღნიშნული ინტერვალი, მათი მიმდინარეობა გაგრძელდება 2 დღით. აუქციონების ვადის გახანგრძლივების შესახებ, განხორციელდება აუქციონებში მონაწილე ყველა პირის ინფორმირება.
ბოდიშის გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.