შეზღუდვების გამო თურქეთში შესაძლოა, 800 ათასამდე რუსი ტურისტი ვეღარ ჩავიდეს

თურქეთის ტუროპერატორთა კავშირის თავმჯდომარის ფირუზ ბაგლიკაიას განცხადებით, 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთიდან 700-800 ათას ტურისტს ელოდებოდნენ. თუმცა რუსეთმა თურქეთში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე თურქეთთან ავიამიმოსვლა შეზღუდა. კვირაში მხოლოდ ორი ფრენა განხორციელდება.

„რუსეთის მხრიდან შეზღუდვები 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, მაშინ, როცა მაისში 800 ათასამდე რუს ტურისტს ველოდებოდით,“ - განაცხადა ფირუზ ბაგლიკაიამ. მისი თქმით, თურქეთი რამადანის თვის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას მოელის.

ბაგლიაკიამ გამოთქვა იმედი, რომ რუსი ტურისტების მიერ 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე დაჯავშნული ვიზიტები სრულად არ გაუქმდება და მხოლოდ გადავადდება.

რუსეთმა ფრენები ტანზანიაშიც შეზღუდა.

კოკა კვირკველია