ბიტკოინის ფასმა პირველად მიაღწია 64 ათას დოლარს

ბიტკოინის ფასი მიმდინარე ვაჭრობისას 0,65%-ით გაიზარდა და 64 ათას დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მოწმობს ვაჭრობის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა თბილისის დროით 08:41 საათზე.

შედეგად ამ კრიპტოვალუტის ფასმა კვალვ განაახლა ისტორიული რეკორდი.

თბილისის დროით 9 საათისთვის ბიტკოინის ფასი 1,19%-ით იყო გაზრდილი 64,344 დოლარამდე.

ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია