Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4400 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4400 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4225 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4235 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0709 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.