ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ ნებისმიერ პირს მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეეხებათ.
ამის შესახებ ცვლილება „იზოლაციის და კარანტინის წესში“ შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს.
თუმცა, ამ ცვლილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე. ასევე ამის შემდეგ, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას.
ცვლილება ხვალიდან, 15 აპრილიდან ამოქმედდება.