ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება.

„ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოკდაუნი“ აღარ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. როდესაც 4% იყო დადებითობის მაჩვენებელი და ეს ორი კვირა ნარჩუნდება, მაშინ გაქვს საშუალება იმისა, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგა შემსუბუქებისკენ. ახლა, ორი კვირის მაჩენებელი გვაქვს 2,56 მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის არსებული 18 „კლასტერიდან“ უმრავლესობა დაკავშირებულია დიდ თავშეყრასთან.