ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდებში უფრო მეტად ე.წ. ბრიტანული შტამი ფიქსირდება, თუმცა ის მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდებში უფრო მეტად ე.წ. ბრიტანული შტამი ფიქსირდება, თუმცა ის მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,3%-ს შეადგენს.

„ახალგაზრდებში ბრიტანული შტამია, მაგრამ ის არ მძიმდება. ჯერჯერობით, მოგეხსენებათ, ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დგას 1,3%-ზე და ყოველდღიური სიკვდილიანობა 10-ს არ სცილდება, დღესაც 7 გვაქვს. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ძალიან მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ფარგლებში ვართ“,-განაცხადა გამყრელიძემ.