„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით ვილნიუსისა და ვარშავის მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით ვილნიუსისა და ვარშავის მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან და გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ.

„18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აახლებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ბათუმს, მგზავრების გადაყვანა მოხდება ქალაქის ცენტრამდე. შეთავაზებები ძალაშია აეროპორტის ორივე ოფიციალური გადამყვანის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდის გაუქმებამდე.

მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.

თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს 144 (1) ზე. მგზავრთა რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება გაფრენამდე 3 საათით ადრე.