როგორ გამოიმუშავებენ და ხარჯავენ კარდაშიანები მილიარდებს

ეს ოჯახი ან უყვართ ან სძულთ. სინამდვილეში კარდაშიანებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ გამოიმუშავონ ფული. ნებისმიერი მათი ნაბიჯი კარგად გათვლილი კომერციული გეგმაა, რომელიც აშკარად მუშაობს.

ცოტა ხნის წინ მილიარდერთა სიას ოჯახის ვარსკვლავი, კიმ კარდაშიან უესტი შეუერთდა.

გარდაცვლილი რობერტ კარდაშიანი ცნობილი ადვოკატი იყო, მისი ყოფილი მეუღლე კრის ჯენერი კი Keeping Up With Kardashians- ის მმართველი. სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კარდაშიან -ჯენერთა პოპულარობამ მთელი მსოფლიო მოიცვა.

საინტერესოა, რა გზებით შოულობს სკანდალური ოჯახი ფულს და როგორ ხარჯავენ ისინი?

კენდალ ჯენერი

კენდალის წმინდა ქონება ამჟამად 45 მილიონი დოლარია. იგი ძირითადად მუშაობს როგორც მოდელი და Calvin Klein, Victoria's Secret, H&M და Tiffany & Co -ს ჩვენებებზეც გამოდიოდა. Forbes– ის თანახმად, 2018 წელს იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა.

კენდალს Instagram– ზე 158 მილიონი მიმდევარი ჰყავს. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი სოლო ბიზნესის წარმატება - ტეკილას ბრენდი, სახელწოდებით 818.

კენდალის ბიზნეს ინტერესები ასევე უკავშირდება უძრავი ქონების სამყაროს. ამერიკის უმდიდრეს უბნებში მან რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ვილები შეიძინა. კენდალი ახლა ბევერლი ჰილზში, ესპანეთის სტილის ვილაში ცხოვრობს, რომელიც მან 2017 წლის ოქტომბერში 8,6 მილიონ დოლარად ჩარლი შინისგან შეიძინა.

კენდალი და მისი და კაილი მართავენ Ferrari 448 Spiders- ს, იგი ასევე ფლობს რამდენიმე ამერიკულ მანქანას, როგორიცაა 1957 წლის Corvette Stingray და მისი Camaro SS.

კორტნი კარდაშიანი

კორტნის ქონება 45 მილიონი დოლარია. მისი უმცროსი დის მსგავსად, კორტნიმ სიმდიდრე საოჯახო რეალითი შოუში მონაწილეობისგან დააგროვა.

მან ასევე დააარსა ტანსაცმლის ბუტიკი DASH, მაგრამ 12 წლის მუშაობის შემდეგ მაღაზიები 2018 წელს დაიხურა. ერთი წლის შემდეგ, კორტნიმ გახსნა ვებსაიტი Poosh, რომელიც მაკიაჟის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მოიცავს. დიზაინერულ გარდერობთან და მანქანების პარკთან ერთად კორტნი ფლობს 8.5 მილიონ დოლარად შეძენილ ვილას, რომელიც მან 2014 წელს ყოფილ პარტნიორ სკოტ დისიკთან ერთად იყიდა.

ქლოე კარდაშიანი

ამჟამად ქლოე სავარაუდოდ, 50 მილიონი დოლარს ფლობს.

ქლოემ 2016 წელს წამოიწყო გადაცემა “კოქტეილების თოქ-შოუ ქლოესთან“, მაგრამ ის ერთი სეზონის შემდეგ დაიხურა. 2017 წელს ის გახდა ფიტნეს შოუს Revenge Body-ს წამყვანი, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში ტარდებოდა.

2016 წელს მან ასევე წამოიწყო ჯინსების ხაზის წარმოება, სადაც ვაჭრობის პირველ დღეს 1 მილიონი დოლარი დააგროვა. Forbes- ის მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს ქლოიმ 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ქლოე ცნობილია მისი სიყვარულით ფუფუნებისადმი.

ქეთლინ ჯენერი

კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წევრი, კენდალისა და კაილის მშობელი, ქეითლინ ჯენერი 1976 წელს ოლიმპიური ოქროს მედალოსანი გახდა. იგი სპორტის სამყაროში ძალიან პოპულარული იყო. ქეთლინის წმინდა ქონება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

სპორტული მიღწევების შემდეგ, ქეითლინი მთელ ქვეყანაში სამოტივაციო სპიკერად მუშაობდა. კრის ჯენერთან ქორწიების შემდეგ კი პოპულარობამ უფრო და უფრო იმატა.

ქეითლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხარჯი იყო სქესის შეცვლის ოპერაცია. სავარაუდოდ, ამაში მან 4 მილიონი დოლარი დახარჯა.

კრის ჯენერი

Forbes- ის თანახმად, კარდაშიან-ჯენერების კლანის მატრიარქს 190 მილიონი დოლარი აქვს, რაც მას ამერიკაში მერვე მდიდარ ქალად ხდის. კრისს ოჯახის “ტვინს“ უწოდებენ. სწორედ მის მიერ დაგეგმილმა პროგრამებმა გახადა ოჯახი მილიარდერი. მხოლოდ ერთი ეპიზოდის შოუს - Keeping Up With Kardashians -ის წარმოებამ, კრის ჯენერს 100,000 დოლარის მოგება მოუტანა. მან დაწერა რამდენიმე წიგნი და უძღვება ხანმოკლე თოქ-შოუს. მიმდინარე წელს მან შექმნა კომპანია Safely, მცენარეული საწმენდი საშუალებების სერია.

კრისის უძრავი ქონების პორტფელში 12 მილიონ დოლარად შეფასებული მინიმალისტური Coachella Valley- ის სასახლეც ფიგურირებს, რომელიც 2018 წელს იყიდა. ამას გარდა, იგი ათეულობით ვილას ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდია.

კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი ოჯახში პირველი იყო, რომელიც მილიარდერი გახდა. Forbes- მა ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, რომელმაც წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწია. მაშინ ის 21 წლის იყო. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, ვარსკვლავმა ნამდვილი იმპერია ააშენა ...

კაილიმ 2015 წელს დააარსა კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics. მხოლოდ 15,000 ტუჩის ნაკრებზე მან 250,000 აშშ დოლარი დახარჯა, რაც სამოდელო საქმიანობისგან ჰქონდა მიღებული. მისი უზარმაზარი რაოდენობის გამომწერების წყალობით სოციალურ მედიაში, 29 დოლარიანი ნაკრები რამდენიმე წუთში გაიყიდა. კაილის კოსმეტიკის ხაზი 2019 წელს, როდესაც ბიზნესის 51% გაყიდა, 1,2 მილიარდ დოლარად შეფასდა.

მან გასული წლის იანვარში დაარეგისტრირა სამი ახალი სავაჭრო ნიშანი. კაილის უკანასკნელი ინვესტიცია ერთსართულიანი სახლია ლოს-ანჯელესში, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ბუნგალო არ არის. ქონებას, რომლის ღირებულება 36.5 მილიონი დოლარია, აქვს ორი სასტუმრო ბინა და ცალკე კარიბჭე, ასევე შეფ-მზარეულის სამზარეულო, სპორტული დარბაზი და ჩემპიონატის დონის სპორტული კორტი.

კიმ კარდაშიან - უესტი

Keeping Up With Kardashians- ის დაწყებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, კიმ კარდაშიანი პოპულარობის პიკზეა. Forbes- ის თანახმად მისმა ქონებამ უკვე 1 მილიარდს მიაღწია. კიმს არ ეშინია საკუთარი სახელის ბრენდების გამოცემა, რამაც შედეგი გამოიღო.

როგორც ჩანს, კიმის შემოსავლების ნაკადები, უსასრულოა. 2017 წელს მან დააარსა კოსმეტიკური და პარფიუმერული კომპანია KKW. 2019 წელს კიმმა გამოუშვა SKIMS, რომელიც მოიცავს სამოსის სრულმასშტაბიან ბრენდს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლა მას სურს შექმნას საკუთარი კანის მოვლის ხაზი, რომელიც ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა SKKN BY KIM სავაჭრო ნიშნით. 2019 წელს ვარსკვლავმა გაიარა ოთხწლიანი სტაჟირება სან – ფრანცისკოს იურიდიულ ფირმაში.

2014 წელს რეპერ კანიე უესტთან ქორილი მხოლოდ კიმს 12 მილიონი დოლარი დაუჯდა. წყვილს აქვს ფართო უძრავი ქონების პორტფელი. როგორც ცნობილია, წყვილი ახლა ქონებას იყოფს, რადგან მათ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს. სადავოა 2014 წელს 20 მილიონ დოლარად შეძენილი მეგა-სასახლე Hidden Hills- ში.

თეონა რამაზაშვილი