Reuters - ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდპასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სერთიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ.

წევრ სახელმწიფოთა შეთანხმება მოიცავს დებულებებს იმ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან, ან ვაქცინაცია არ სურთ.

Reuters-ი წერს, რომ წინადადებას ევროპარლამენტიც უნდა დაეთანხმოს და ამ საკითხის დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.