Samsung-მა „ყველაზე მძლავრი Galaxy“ დააანონსა

28 აპრილს ღონისძიებაზე კომპანია Samsung Electronics აპირებს წარმოადგინოს „ყველაზე მძლავრი Galaxy“. გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა მოწყობილობაზეა საუბარი, ვინაიდან Galaxy-ის ხაზში შედის როგორც სმარტფონები, ასევე პლანშეტები და ნოუთბუქები.

სამხრეთ-კორეელი ჟურნალისტების აზრით, ალბათობის მაღალი დონით სავარაუდოდ, საუბარია ნოუთბუქებზე Galaxy Book Pro და Galaxy Book Pro 360, ასევე Galaxy Book Go, რომელიც Snapdragon-ის უახლესი პროცესორითაა აღჭურვილი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მოხდება პირველად ისტორიაში, როცა Samsung გამართავს საკუთარი წარმოების პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო პრეზენტაციას. შედეგად კომპანია აპირებს გაზარდოს ამ მოწყობილობების გაყიდვები იმ ფონზე, როცა ბევრგან მსოფლიოში ოფისები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.

მარკეტინგული კომპანია TrendForce-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნოუთბუქებზე გლობალური მოთხოვნა შეადგენს 218 მილიონს, რაც 8,1%-ით მეტი იქნება გასულ წელზე.

კოკა კვირკველია