ყიდულობთ თუ არა პროდუქციას ონლაინ - „ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვის შედეგები

კორონავირუსის პანდემიის გამო როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ონლაინ შოპინგზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

2020 წელს მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ბაზარი, წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. თუკი 2019 წელს ბრუნვა 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, შარშან ეს მაჩვენებელი 4,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. სხვადასხვა პროგნოზით, წელს ელექტრონული კომერციის ბაზარმა შესაძლოა, 5 ტრილიონ დოლარსაც კი გადააჭარბოს.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, სარგებლობს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ონლაინ-შოპინგით.

გამოკითხულთა 46%-ის თქმით, ონლაინ-შოპინგით არ სარგებლობს. ხოლო 26% ონლაინ-შოპინგით სარგებლობს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ საიტებზე. 17%-ის განცხადებით, მხოლოდ უცხოური საიტის მომხმარებელია, ხოლო 11% მხოლოდ ქართული საიტებით სარგებლობს.

ცნობისთვის, გამოკითხვა საიტზე 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

gamokitxvaaa-1618468529.jpg