საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 32 801 ტესტი ჩატარდა.