თბილისში ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი 13,6%-ით შემცირდა - რამდენ ობიექტს ეთქვა უარი

თბილისში ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი 13,6%-ით შემცირდა.

კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დედაქალაქში ექსპლუატაციაში მიიღეს 673 ობიექტი, წინა წელს კი - 779.

მთლიანად კი 2020 წელს, ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით, მუნიციპალურ ინსპექციაში შევიდა 1198 განცხადება, ეს მაშინ, როდესაც წინა წელს 1425-ს შეადგენდა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 673 ობიექტი, უარი ეთქვა 478 ობიექტის დამკვეთს, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო (ასევე დამკვეთის მოთხოვნით), განუხილველი დარჩა 47 განცხადება.

რაც შეეხება 2019 წელს, უყებაში შესული 1425 განცხადებიდან ექსპლუატაციაში 779 ობიექტი მიიღეს, უარი ეთქვა 603 ობიექტის დამკვეთს, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო (ასევე დამკვეთის მოთხოვნით), განუხილველი დარჩა 43 განცხადება.

ნინი ქეთელაური