2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,8 ლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 201 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 197,2 ლარი იყო.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5,1 ლარით არის შემცირებული. შარშან მარტში საარსებო მინიმუმი 206,1 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 3,4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 174,7 ლარის ნაცვლად 178,1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182,6 ლარს შეადგენდა.