Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4550 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4550 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4525 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4432 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1177 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.