კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრიაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრიაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მერია პროექტის შესახებ ასეთი ადამიანების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას აღნიშნა, ეს სივრცე ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს სივცრე და როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანების ჩართულობას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრიაციული სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გაერთონ, დაისვენონ“,- განაცხადა კალაძემ.