მარტში ფულადი გზავნილები 49,5%-ით გაიზარდა - დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს

2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388,825 მლნ დოლარი იყო, წელს 3 თვეში კი 499,306 მლნ დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32,192 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - 32,192 მლნ დოლარი
  • იტალია - 30,508 მლნ დოლარი
  • აშშ - 24,124 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 20,671 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 15,624 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 9.512 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 8,854 მლნ დოლარი
  • გერმანია - 8,406 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7,333 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 4,461 მლნ დოლარი