რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი – Forbes-მა 2021 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა

მსოფლიოში არსებული 2 755 მილიარდერიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები შეერთებული შტატების ან ჩინეთის მოქალაქეა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში პანდემიის შემდეგ მილიარდერთა რაოდენობამ იმატა.

Forbes-ი 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. მილიარდერთა სიაში თითქმის ნახევარი შეერთებული შტატების, ან ჩინეთის მოქალაქეა.

მსოფლიოში ყველაზე მეტი, 724 მილიარდერი აშშ-ს ჰყავს. 2020 წლის მარტიდან ჩინეთს 239 ახალი მილიარდერი დაემატა, საერთო ჯამში კი მათი რიცხვი 626-ს აღწევს.

724 ამერიკელი მილიარდერის საერთო ქონება აშშ-ში 4,4 ტრილიონი დოლარია - გასულ წელთან შედარებით 1,5 ტრილიონი დოლარით მეტი.

სიის სათავეში დგას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი - ჯეფ ბეზოსი, მისი ქონება 177 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩინეთის მილიარდერები გასულ წელთან შედარებით 1,3 ტრილიონი დოლარით გამდიდრდნენ. მათი ჯამური ქონება კი 2.5 ტრილიონი დოლარია.

რეიტინგში მესამე ადგილი ინდოეთმა დაიკავა, სადაც 140 მილიარდერი ცხოვრობს. ინდოელი მილიარდერების მთლიანი ქონება 596 მილიარდი დოლარია, რაც 90% -ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ასე გამოიყურება ქვეყნების ათეული მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით:

1. აშშ

მილიარდერები: 724

მთლიანი ღირებულება: 4.4 ტრილიონი დოლარი (+1,5 ტრილიონი დოლარი)

ყველაზე მდიდარი ადამიანი: ჯეფ ბეზოსი, 177 მილიარდი დოლარით

2. ჩინეთი

მილიარდერები: 626

მთლიანი ქონება: 2.5 ტრილიონი დოლარი (+1.3 ტრილიონი დოლარი)

ყველაზე მდიდარი ადამიანი: ჟონგ შანშანი, 68,9 მილიარდი დოლარით

3. ინდოეთი

მილიარდერები: 140

მთლიანი ქონება: 596 მილიარდი დოლარი (+283 მილიარდი დოლარი)

ყველაზე მდიდარი ადამიანი: მუკეშ ამბანი, 84,5 მილიარდი დოლარით

4. გერმანია

მილიარდერები: 136

მთლიანი ქონება: 626 მილიარდი დოლარი (+179 მილიარდი დოლარი)

უმდიდრესი ადამიანები: ბითე ჰეისტერი და კარლ ალბრეხტ უმცროსი, 39,2 მილიარდი დოლარით

5. რუსეთი

მილიარდერები: 117

მთლიანი ქონება: 584 მილიარდი დოლარი (+199 მილიარდი დოლარი)

უმდიდრესი ადამიანი: ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი, 29,1 მილიარდი დოლარით

6. ჰონგ კონგი

მილიარდერები: 71

მთლიანი ქონება: $ 448 მილიარდი (+148 მილიარდი დოლარი)

ყველაზე მდიდარი ადამიანი: ლი კა-შინი, 33,7 მილიარდი დოლარით

7. ბრაზილია

მილიარდერები: 65

მთლიანი ქონება: 212 მილიარდი დოლარი (+85 მილიარდი დოლარი)

ყველაზე მდიდარი ადამიანი: ხორხე პაულო ლემანი და ოჯახი, 16,9 მილიარდი დოლარით

8. კანადა

მილიარდერები: 64

მთლიანი ქონება: 231 მილიარდი დოლარი (+ 88 მილიარდი დოლარი)

უმდიდრესი ადამიანი: დევიდ ტომსონი და ოჯახი, 41,8 მილიარდი დოლარით

9. დიდი ბრიტანეთი

მილიარდერები: 56

მთლიანი ქონება: 214 მილიარდი დოლარი (+61 მილიარდი დოლარი)

უმდიდრესი ადამიანი: ჯეიმს რეტკლიფი, 17 მილიარდი დოლარით

10. იტალია

მილიარდერები: 51

მთლიანი ქონება: 205 მილიარდი დოლარი (+ 79 მილიარდი დოლარი)

უმდიდრესი ადამიანი: ჯოვანი ფერერო, 35,1 მილიარდი დოლარით

თეონა რამაზაშვილი