მსოფლიოში მესამე სარეკლამო ჯგუფი Publicis პანდემიამდელ ზრდას დაუბრუნდა

Reuters-ის ცნობით, მსოფლიოში მესამე სარეკლამო Publicis groupe-მა ბაზრის მოლოდინებს გადააჭარბა და პანდემიამდელ ზრდას პირველად დაუბრუნდა, რაც აშშ-ში ციფრულ რეკლამაზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. Facebook-ისა და Alphabet's Google-ის მზარდი დომინირების ფონზე, პარიზში დაფუძნებული Publicis groupe ტრადიციული ბეჭდვითი და სატელევიზიო რეკლამებიდან ციფრულ რეკლამაზე გადასვლას ცდილობს.

გენერალურ დირექტორ არტურ სადუნის განცხადებით, Publicis groupe-ის პანდემიამდელი ზრდის დონეზე დაბრუნებამ აჩვენა, რომ ციფრულ არხებზე, მონაცემებზე და ზოგადად, კომერციაზე სწრაფი გადასვლა დიდი ტალღაა, რომლის მოახლოებაც პანდემიურმა კრიზისმა დააჩქარა. Publicis-ს საბაზისო გაყიდვები აშშ-ში აქვს, რომელიც კომპანიისთვის უდიდესი ბაზარია. მასზე კომპანია შემოსავლების ნახევარზე მეტი მოდის. მხოლოდ აშშ-ში საბაზისო გაყიდვები პირველ კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა მაშინ, როცა აზიაში მთლიანად - 5,7%-ით. ამერიკაში დიდი მოგება Publicis-ის ციფრულ ბიზნეს Sapient-მა უზრუნველყო, რომელმაც მოგება 11%-ით გაზარდა, ხოლო 2019 წელს შეძენილმა მონაცემთა დამუშავების კომპანია Epsilon-მა ორ კვარტალში ზედიზედ 5%-იანი ზრდა აჩვენა.

წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Publicis-ის დონეზე საბაზისო გაყიდვები 2,8%-ით, 2,4 მლრდ ევრომდე (2,87 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა. შარშან ამ პერიოდში COVID-19-ის მზარდმა პანდემიამ სარეკლამო სექტორსაც მნიშვნელოვნად დაარტყა და კლიენტები თანხების ეკონომიის მიზნით სარეკლამო ბიუჯეტს ანახევრებდნენ.

Publicis groupe-ში აცხადებენ, რომ მოგების ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი ბიზნესის ახალი მიღწევებია, როგორიცაა L’Oréal-ის მედია-ბიზნესი ჩინეთში, Toyota - ავსტრალიაში და Samsung-ის მედია-ბიზნესი აშშ-ში.

Publicis-ზე ისეთი სარეკლამო სააგენტოები ათავსებენ რეკლამებს, როგორიცაა Leo Burnett და Saatchi & Saatchi. მართალია კომპანიას წლიურ მოგებაზე პროგნოზი ჯერ არ წარუდგენია, მაგრამ მოელის, რომ მეორე კვარტალში ორგანული ზრდა 8-დან 10%-მდე იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ