თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება ორსართულიანი სახლი, რომელიც 5 853 000 ლარი ( 1 700 000 აშშ დოლარი) ღირს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 798 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.
განცხადების მიხედვით, ახალაშენებული სახლის პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ჰოლი, შიდა პატარა ეზო, აბაზანა, კაბინეტი, საძინებელი და სათავსო ოთახი. მეორე სართულზე ჰოლი, 4 საძინებელი, პატარა სამზარეულო და სათავსო ოთახი.
"სახლში ყველა საძინებელს აქვს საგარდერობე ოთახი და სველი წერტილი.( 5 MASTER BEDROOM) ყველა ოთახს აქვს თავისი აივანი 8 კვადრატული მეტრი სიდიდის. ავტოფარეხი არის 3 მანქანაზე გათვლილი. სარდაფი 250 კვადრატული მეტრი. დიდი ბუხრის ოთახი და მარანი. სახლის კარ-ფანჯარა არის ალუმინის გამოწრთობილი და ენერგოეფექტური მინებით. დამონტაჟებულია 8 სათვალთვალო კამერა და აყვანილია დაცვაზე. ეზოში საცურაო აუზია ცხელი წყლით და განათებით. აუზთან არის სველი წერტილი. სახლის უკან განლაგებულია უმაღლესი ხარისხის ცენტრალური გათბობა-კონდიცირების სისტემა",- ნათქვამია განცხადებაში.