ლაშა მოსეშვილმა ,,5/35 -ოქროს ბურთის’’  1-ლარიანი ბილეთით 70 659 ლარი მოიგო

ლატარიაში მოგება, რომ მარტივია, ეს უკვე სიახლე არ არის, მაგრამ ერთლარიანი ბილეთით 70 659 ლარის მოგება მაინც კეთილ ზღაპარს უფრო ჰგავს ვიდრე რეალურ ისტორიას. თუმცა, ლატარიაში არარეალური ამბები რეალურად ხდება და ამის ცოცხალი მაგალითი ლაშა მოსეშვილის ისტორიაა.

24 წლის ლაშა მოსეშვილმა ,,5/35 -ოქროს ბურთის’ ერთი ერთლარიანი ბილეთი 24 მარტს აფრიკის დასახლების ერთ-ერთ მარკეტში მდებარე ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრში შეიძინა და ეს დღე მის ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - მან 1 ლარით 70 659 ლარი მოიგო!

,,მართლა სასწაული მოხდა ჩემს და ჩემი ოჯახის თავს, მართლა იღბლიანი ვყოფილვარ’’ -ამბობს ლაშა მოსეშვილი - ,,მამაჩემი სულ ყიდულობა ლოტოს ბილეთებს და პატარა მოგებებიც ჰქონდა, მე იშვიათად ვთამაშობდი, მოგების დღესაც შემთხვევით შევიარე მარკეტში და ხელს ლოტოს ბილეთი გავაყოლე, ციფრები ავტომატური შერჩევის წესით ავირჩიე და მართლა წარმოუდგენელი ამბავი მოხდა ჩემს თავს, უზომოდ ბედნიერი ვარ’’.

ლაშა თბილისში, აფრიკის დასახლებაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ის ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და წინ დიდი გეგმები აქვს, რომლის განხორციელებაშიც ლატარიაში ერთ ლარად მოგებული 70 659 ლარი აუცილებლად დაეხმარება.

ლაშა მოსეშვილს მოგებული თანხა უკვე გადაეცა, ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს მოგებას და უსურვებს წარმატებას.

img-0445-1618492407.JPG

img-0456-1618492439.JPG

img-0462-1618492461.jpg

img-0469-1618492488.JPG