ეროვნული ბანკის კურსით, ხვალ, 1 დოლარის შეძენა 1.94 ლარად იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა, ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, ხვალ, 9 დეკემბერს 1.94 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბერს გამართული სავალუტო ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი 1.95 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი შაბათ-კვირას ბანკთა შორის სავალუტო ვაჭრობას არ მართავს.