საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 645 ტესტი ჩატარდა.