Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4293 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4293 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4300 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4363 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1115 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.