კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

კახეთის რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით KTW ჯგუფი ახალი ინიციატივით გამოდის.

პროექტი მდინარე იორის მიმდებარე რაიონებში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლის წყაროში აუთვისებელი მიწების გამოყენებას და ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას ითვალისწინებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოჰყვება. ამ ადგილებში იძულებით გადაადგილებული და სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მომლოდინე პირები დასახლდებიან. ინიციატივის ფარგლებში, KTW ჯგუფი აქ დასახლებულებს კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვას და მუდმივ სამსახურს სთავაზობს.

კერძოდ, ივრისპირა რაიონებში KTW ჯგუფმა უკვე დაიწყო ზეთისხლის კულტურის, თხილისა და ვენახის გაშენება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მიმართულებით კაკლოვან ჯიშებზე დღესდღეობით მოთხოვნა მზარდია. კომპანია ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავს. შესაბამისად, მისი განხორციელება გრძელვადიანია და მნიშნელოვანი ადამიანური რესურსის ჩართულობას საჭიროებს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, აგრარული წარმოება, სამშენებლო მიმართულება, მენეჯმენტი - ეს ის სფეროებია, რომლებშიც ამ ტერიტორიებზე დასახლებულების დასაქმებაზე პასუხისმგებლობას კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.

poto-komentartan-1618561005.jpg

„პროექტი, რომელსაც ივრისპირა რაიონებში ვახორციელებთ, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის კერძო სექტორი სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. მიმდინარე სამუშაოებში ამ ეტაპზე 150-200 ადამიანია ჩართული, შემოდგომიდან კი გვსურს მათი რიცხვი 500-1000-მდე გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სახელმწიფოსთან დიალოგისა და მათგან მზაობის გამოხატვის შემდეგ, იმ ადამიანების დასაქმებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დასახლდებიან. გეგმები, რომლებიც კომპანიას ამ რეგიონთან დაკავშირებით აქვს, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ათასობით მოქალაქის ჩართულობას საჭიროებს“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

საკითხი კომპლექსურია და უმნიშნელოვანესს - საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, მათთვის საცხოვრებლის შექმნას და აუთვისებელი მიწების გამოყენებას ემსახურება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

(R)