აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის ცალმხრივი სანქციების დაწესებას კვლავ განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თეთრის სახლის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ცალმხრივი სანქციების დაწესებას ამ დრომდე განიხილავს, თუმცა საკითხი რთულია, რადგან ამაზე ევროპელი მოკავშირეებიც უნდა დაითანხმონ.

„ეს რთული საკითხია, რომელიც ჩენს ევროპელ მოკავშირეებსაც ეხება. მე ამ პროექტის წინააღმდეგ მისი დაწყების დღიდან გამოვდივარ. თუმცა სანქციები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,“ - განაცხადა ბაიდენმა.

ვაშინგტონი რუსული გაზსადენ „ჩრდილოთის ნაკადი 2“-ის პროექტის წინააღმდეგ დიდი ხანია, ღიად გამოდის და მისი ბლოკირებისთვის აქტიურ ნაბიჯებსაც დგამს. სანქციების მიზანია მოსკოვზე დარტყმის მიყენება უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, რომელზეც რუსული ბუნებრივი გაზი ევროპის მიმართულებით ტრანზიტის სახით გადის. ცალკეული ექსპერტების მოსაზრებით, გაზსადენის სანქციებით აშშ ასევე, საკუთარი თხევადი გაზის ევროპის ბაზარზე გაყიდვას ცდილობს, რომელიც რუსულ გაზზე ძვირია. რამდენიმე წლის წინათ მიღებული კანონის თანახმად, აშშ-ს სანქციების ცალმხრივად დაწესება შეუძლია, მათ შორის, იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილეობენ.

რუსული გაზსადენის ეს პროექტი ევროპისთვის, ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, წლიურად 55 მლრდ ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. ის ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სიმძლავრეს აორმაგებს და ძირითადად მის მარშრუტს იმეორებს. პროექტის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ია, რომლის ერთადერთი აქციონერი კომპანია Газпром-ია.

კოკა კვირკველია