ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18,3%-ით გაიზარდა

ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპებმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია და 18,3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

როგორც ანგარიშში წერია, ქვეყნის მშპ-მ პირველ სამ თვეში 24,93 ტრილიონ იუანს (3,81 ტრილიონ აშშ დოლარს) მიაღწია. 2020 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი ნეგატიური იყო და -6,8%-ს შეადგენდა. 2020 წლის ბოლო კვარტალში კი ეკონომიკური ზრდა 6,5% იყო.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგრარული სექტორი გაიზარდა 8,1%-ით 1,13 ტრილიონ იენამდე (173,56 მლრდ აშშ დოლარი), მრეწველობა 24,4%-ით 9,26 ტრილიონ იენამდე (1,41 ტრლნ აშშ დოლარი), მომსახურების სფერო 15,6%-ით, 14,54 ტრილიონ იენამდე (2,2 ტრლნ აშშ დოლარამდე).

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები ბოლო წლებში იკლებდა - 2018 წელს ეკონომიკა 6,6%-ით, ხოლო 2019 წელს 6%-ით გაიზარდა. 2020 წელს კი პანდემიის გამო 1976 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო და 2,3% შეადგინა. წინა მაქსიმალური კვარტალური მაჩვენებელი 2007 წლის აპრილ-ივნისში დაფიქსირდა, როცა მშპ 15%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია