საქართველოში დენის გამომუშავება 23,7%-ით შემცირდა, მოხმარება კი 19,6%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 661.334 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 23,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში მთლიანად 867.133 მლნ კვტ/სთ დენის გამომუშავება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზი არის ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერება. მიუხედავად ენგურჰესის გაჩერებისა, გენერაციიაში ყველაზე დიდი წილი მაინც ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. კერძოდ, 2021 წლის მარტში ჰესებმა სულ 475.393 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 177.037 მლნ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა - 8.904 მლნ კვტ/სთ.

ამასთან, „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მარტში 17,5%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და ჯამში 1234.398 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის მარტში - 1050.333 მლნ კვტ/სთ).