„საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის გამო, მეტროსადგური „ავლაბარი“ დროებით დაიკეტა

„საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის გამო, მეტროსადგური „ავლაბარი“ დროებით დაიკეტა. მეტროსადგური მგზავრებს ამ დროისთვის არ ემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგური სამართალდამცავებს აქვთ დაკეტილი.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.