ირანმა ურანის 60%-მდე გამდიდრება დაიწყო, - ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
„ამაყი ვარ განვაცხადო, რომ წუხელ 00:40 საათზე, ახალგაზრდა და ღვთისმოსავმა ირანელმა მეცნიერებმა შეძლეს 60% -მდე გამდიდრებული ურანის პროდუქტის მიღება. ვულოცავ ირანის მამაც ხალხს ამ წარმატებას,“- წერს პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ურანის 60%-მდე გამდიდრება ნატანზის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ საბოტაჟზე პასუხია. ირანსა და ექვს ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების თანახმად, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.