მეტროსადგური „ავლაბარი“ გაიხსნა

მეტროსადგური „ავლაბარი“, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის გამო, დროებით დაიკეტილი იყო, სამართალდამცავებმა გახსნეს.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას აყვანილი მძევლები გათავისუფლებულები არიან.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.