საქართველოდან ფულადი გზავნილები გაიზარდა - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია. 2020 წლის მარტში ქვეყნიდან უცხოეთში გზავნილებმა 20,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში 63,1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 60,6 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და ა.შ.

10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

  • რუსეთი - 7,5 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 5,7 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 2,4 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1,4 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 1,3 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 958,3 ათასი აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 556,3 ათასი დოლარი
  • პოლონეთი - 555,1 ათასი დოლარი
  • ჩინეთ -441.1 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 420 ათასი დოლარი

ცნობისთვის, 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388,825 მლნ დოლარი იყო, წელს 3 თვეში კი 499,306 მლნ დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32,192 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ნინი ქეთელაური