2021 წელს მზესუმზირის იმპორტი თითქმის 11-ჯერ შემცირდა

2020 წლის პირველ 2 თვეში, საქართველში, 1,611 მლნ დოლარის მზესუმზირა შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 147,2 ათასი დოლარის ღირებულების.

2021 წელს იმპორტი მხოლოდ 2 ქვეყნიდან განხორციელდა:

  • რუსეთიდან - 64.3 ათასი დოლარის 152.1 ტონა
  • უკრაინიდან - 82 ათასი აშშ დოლარის 64.8 ტონა

გარდა იმისა, რომ შემცირებულია იმპორტის მოცულობა, წელს ჩამონათვალში აღარ არის მესამე იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთიც. საიდანაც, 2020 წლის პირველ ორ თვეში 21 ტონა მზესუმზირის იმპორტი განხორციელდა.

ცნობისთვის, 9 იანვრიდან რუსეთიდან ექსპორტირებულ მზესუმზირასა და რაფსზე საბაჟო ტარიფი 30%-ით გაიზარდა. ამასთან, მისი ქვედა ზღვარი დგინდება 1000 კგ-ზე 165 ევროს ოდენობით. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის 10 დეკემბერს გაიცა და ის 9 იანვრიდან ამოქმედდა. 9 იანვრამდე ამ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი მათი ღირებულების 6,5% იყო.

თამარ მუკბანიანი