„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ.

როგორც ლომინაძე აცხადებს, „ნამახვანჰესის“ პროექტის კვლევები „ენკას“ მომზადებული აქვს და მზადყოფნას გამოთქვამს, ის კომპეტენტურ პირებთან ერთად განიხილოს.

„ძალიან მიხარია, რომ დაიწყო დიალოგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ახლანდელი სიტუაციის განმუხტვა. იმედი მაქვს ის ხალხი, რომლებიც ვსაუბრობთ ერთ ენაზე და რომლებსაც გვაქვს ერთი დღის წესრიგი, გამოვნახავთ საერთო ენას და მივალთ კონსენსუსამდე. რაც შეეხება კვლევის ანგარიშს, რაც ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს, მზად ვართ, დავსხდეთ ჩვენს კომპეტენტურ გუნდთან ერთად და გავიაროთ შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ასევე, ვართ მზადყოფნაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დავსხდეთ, განვიხილოთ და ბოლომდე ტრანსფარანტულები ვიყოთ ყველა ჩვენს ქმედებაში“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.