"მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რაც 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რაც 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი პოლიტიკა ამას ემსახურება. საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ.

ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა; ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება. 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული. 2021 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.