მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს/შეიზღუდოს

14 აპრილს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები.

კომიტეტის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.

თაია არდოტელი