როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი - მერია დაინტერესებულ პირებს პროექტის განხილვაში ჩართვას სთავაზობს (+ფოტო)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრიაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მერია პროექტის შესახებ ასეთი ადამიანების ინფორმირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ, კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას აღნიშნა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა იპოდრომის პარკის პროექტის გადახედვა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება იგეგმება. როგორც ცნობილია, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. ამასთან, პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

parki7-1601973587.jpgparki2-1601973678.jpgparkk-1601973810.jpgparkkk-1601973962.jpgparkk2-1601973964.jpgparki1-1601973742-1601993020.jpg

თაია არდოტელი