საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 34 046 ტესტი ჩატარდა.