10 უნივერსიტეტი, რომელთაც ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებული ჰყავს

გამოცემა Forbes-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში სულ 2 755 მილიარდერია.

მათ ნაწილს უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს, ზოგიერთმა კი (მაგალითად მარკ ცუკერბერგი და ბილ გეითსი) სწავლა დროზე ადრე შეწყვიტა.

Forbes გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების სიას, რომლებსაც ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებული ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ Top-10 უნივერსიტეტს შორის, რომელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებული ჰყავს, 9 აშშ-ში მდებარეობს.

სიაში ყველაზე მეტი, 29 მილიარდერი ჰარვარდის უნივერსიტეტს ჰყავს. ჯამური ქონების მიხედვით კი პრინსტონის უნივერსიტეტი ლიდერობს, სადაც კურსდამთავრებულთა საერთო ქონება 288 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

1. ჰარვარდის უნივერსიტეტი (Harvard University), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 29

მათი ჯამური ქონება: $207 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ძმები ვინკელვოსები და ლოიდ ბლანკფეინი.

2. პენსილვანიის უნივერსიტეტი (University of Pennsylvania), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 28

მათი ჯამური ქონება: $284.8 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: დონალდ ტრამპი და ილონ მასკი

3. სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 28

მათი ჯამური ქონება: $124.4 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: დევიდ ველესი, ვლად ტენევი

4. იელის უნივერსიტეტი (Yale University), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 21

მათი ჯამური ქონება: $140.8 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ჯონ, ვალერი და ვიქტორია მარსები.

5. მუმბაის უნივერსიტეტი (Mumbai University), ინდოეთი

მილიარდერების რაოდენობა: 20

მათი ჯამური ქონება: $162.8 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: მუკეშ ამბანი (ყველაზე მდიდარი აზიელი მსოფლიოში)

6. კორნელის უნივერსიტეტი (Cornell University), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 18

მათი ჯამური ქონება: $65.1 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: სენდი ვეილია, რობერტ ფ. სმიტი

7. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (University of Southern California), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 15

მათი ჯამური ქონება: $58.5 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: მარკ ბენიოფი, ვოლტერ სალესი, ჯორჯ ლუკასი.

8. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 14

მათი ჯამური ქონება: $104 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ჩარლზ და უილიამ კოხები.

9. პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 11

მათი ჯამური ქონება: $288.4 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ჯებ ბეზოსი და მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი.

10. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (University of California, Berkeley), აშშ

მილიარდერების რაოდენობა: 11

მათი ჯამური ქონება: $82.6 მილიარდი

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ტიმოთი სპრინგერი, რობერტ ლენჯერი

ბექა ბერიაშვილი