აშშ-სა და იაპონიის ხელისუფლებები ორმხრივ დონეზე, ასევე დიდი შვიდეულისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში აპირებენ ერთობლივად იბრძოლონ არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის წინააღმდეგ. ამის შესახებ საუბარია, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიჰიდე სუგას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.
„შტატები და იაპონია გეგმავენ სამომავლოდაც შეინარჩუნონ არსებული ძლიერი კონტაქტები სავაჭრო ურთიერთობებში, საერთო ინტერესების განსავითარებლად, მათ შორის ციფრული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის სფეროში, სავაჭრო პრაქტიკის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, მსო-ს რეფორმირებას და შეთანხმების მოქმედებას ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
მასში ხაზგასმულია, რომ მხარეები იმუშავებენ ერთად, როგორც ორმხრივ, ასევე დიდი შვიდეულისა და მსო-ს ფორმატებში, რათა წინ აღუდგნენ არასაბაზრო და სხვა არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკებს.