აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ტაივანი ვალუტით მანიპულატორი ქვეყნების სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ტაივანი ვალუტით მანიპულატორი ქვეყნების სიაში შეიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად ახორციელებს ფინანსურ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდა ფინანსური უწყების მიერ გავრცელებულ ნახევარი წლის ანგარიშში, რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სავალუტო და ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არის პირველი ანგარიში უწყების ახალი მინისტრისთვის ჯანეტ იელენისთვის, - წერს The Wall Street Journal-ი.

„აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუღალავად მუშაობს უცხოელი ეკონომიკების მხრიდან საკუთარი ვალუტების ღირებულებისადმი ხელოვნური მანიპულაციების წინააღმდეგ, რაც ამერიკელ მშრომელებს არასამართლიან და წამგებიან პირობებში აყენებს,“ - განაცხადა მან.

ქვეყნების სავალუტო მანიპულატორების სიაში შეყვანა მეტწილად სიმბოლური აქტია. კანონმდებლობა ამერიკის ხელისუფლებას ავალდებულებს ამ ტიპის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას პრობლემის აღმოსაფხვრელად და არ ითვალისწინებს უპირობო დაჯარიმებას.

ჩამონათვალში ამ დრომდე რჩებიან: შვეიცარია და ვიეტნამი, რომლებიც სიაში სამი თვის წინ მოხვდნენ. ხოლო „დაკვირვების“ რეჟიმში რჩებიან: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია, იტალია, ინდოეთი, სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი, რომლებსაც ახლა დაემატა ირლანდია და მექსიკა.

კოკა კვირკველია