Coca-Cola შეფუთვის დიზაინს ცვლის

კომპანია Coca-Cola შეფუთვის დიზაინს შეიცვლის და მას უფრო მინიმალისტურს ხდის. Coca-Cola-მ ოფიციალურად წარმოადგინა საკუთარი პროდუქციის შეფუთვის გლობალური განახლება, რომელზეც იმუშავა ატლანტის დიზაინერთა ჯგუფმა. ეს არის პირველი რედიზაინი მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიიღო განვითარების ახალი სტარტეგია „ერთიანი ბრენდი“, რომელიც მთელი ასორტიმენტისთვის ერთიანი ვიზუალის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც კრეატორებმა განაცხადეს, რებრენდინგი მიმართული იყო შეექმნათ „მარტივი და ინტუიტიურად გასაგები ნავიგაციის სისტემა, რომელიც მხარს უჭერს Coca-Cola-ს ყველა ვარიაციას“.

შეფუთვიდან გაქრა „ლეგენდარული ტალღის“ გამოსახულება, ასევე ყველა დამატებითი ელემენტი, რომელთა წყალობითაც ბრენდი ტრადიციულად გამოირჩევა სავაჭრო დახლზე. რედიზაინის პროცესი დაიწყო Coca-Cola Zero-სგან — მის ქილაზე ბრენდის ლოგო შავ ფერად იქნება გამოსახული.

იმისათვის რომ გაარჩიოთ სასმელების ხაზი, მათ დარჩებათ საფირმო ფერის შრიფტი - თეთრი შრიფტი წითელ ფონზე - ორიგინალი Cola-Cola-თვის, წითელი შრიფტი ვერცხლისფერზე - Diet Coke-თვის და ა.შ. ამასთან, ლოგო აიწევს ზემოთ, რაც ბრენდის ზრდის მეტაფორის სიმბოლიზებას მოახდენს.

Coca-Cola Zero ახალი შეფუთვით უკვე იყიდება ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. როგორც მწარმოებელი ამბობს, სასმელი სახეცვლილი დიზაინით 2022 წლამდე ყველგან გამოჩნდება.

კოკა კვირკველია