საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველკოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 822 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 783 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %.