ლატარეაში გამარჯვებულები, რომლებმაც მოგებული მილიონები უსარგებლოდ გაფლანგეს

დაუჯერებელი სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ლატარიაში გამარჯვებულების 70% -მა მილიონები ისე გაფლანგა, რომ ბოლოს ღარიბებად, ნაწილი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

მათი რიცხვი საკმაოდ ბევრია. გთავაზობთ 10 ყველაზე გამორჩეულ შემთხვევას, ლატარიის ისტორიაში.

ენდრიუ ჯექსონ უიტაკერი, მოგება: 113 მილიონი დოლარი

2002 წელს, მშენებლობაზე მომუშავე ენდრიუ ჯექსონ უიტაკერმა Powerball- ის სახელმწიფო ლატარიაში 314.9 მილიონი დოლარი მოიგო. თუმცა ეს თანხა ნაწილ -ნაწილ უნდა გადასცემოდა, რაც დროში გაიწელებოდა. ამის გამო მან აირჩია ერთჯერადად 113 მილიონი დოლარის აღება.

სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. ვირჯინიის მკვიდრმა ძალიან ბევრი წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელა. ბოლოს კი მთლიანად გაქურდეს. 2007 წელს უიტაკერი ღატაკ მდგომარეობას დაუბრუდა და ზედმეტი ერთი ცენტიც კი არ დარჩა. ისტორიას იგი ნომერ პირველ, ყველაზე წარუმატებელ გამარჯვებულად დაამახსოვრდა.

ბილ ბობ ჰარელი, მოგება: 31 მილიონი დოლარი

Home Depot- ის თანამშრომელმა ბილი ბობ ჰარელ უმცროსმა, 1997 წელს, მას შემდეგ, რაც ტეხასის ლოტოს ჯეკპოტი, 31 მილიონი დოლარი მოიგო, ტექნიკის მაღაზიაში სამსახური დატოვა.

ჰარელმა თავისი მილიონები ქველმოქმედებას შესწირა, იყიდა სახლები ოჯახის წევრებისთვის და ადგილობრივ ეკლესიას დიდი რაოდენობის თანხა შესწირა. თანხის მოგებიდან 20 თვის შემდეგ, ჰარელი გაკოტრდა. სწორედ ამ წარუმატებლობამ უბიძგა მას თვითმკვლელობისკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარელმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ფინანსურ მრჩეველს უთხრა: "ლატარიის მოგება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ოდესმე დამმართნია.“

დევიდ ლი ედვარდსი, მოგება: 27 მილიონი დოლარი

კენტუკის მკვიდრმა დევიდ ლი ედვარდსმა 2002 წელს Powerball-ში ჯეკპოტის ნაწილი, 27 მილიონი დოლარი მოიგო. მალევე მან უზარმაზარი სასახლე შეიძინა. დააგროვა ავტომობილების კოლექცია და მიეძალა ნარკოტიკებსაც. თუმცა, ამ ყველაფერმა მხოლოდ ხუთ წელიწადს გასტანა. ცოტა ხანში მეუღლე გაშორდა და ქონების დიდი ნაწილიც მას გადაეცა.

ლატარიის იღბლიანი გამარჯვებული 2013 წელს 58 წლის ასაკში, უსახლკარო იყო და მარტოობაში გარდაიცვალა.

ჯანიტ ლი, მოგება: 18 მილიონი დოლარი

სამხრეთ კორეელმა ჯანიტ ლიმ 1993 წელს მისურის სახელმწიფო ლატარიაში 18 მილიონი დოლარი მოიგო.

პარიკების ყოფილი მწარმოებლის ზედმეტად მდიდრული ამერიკული ოცნება მალე კოშმარად იქცა. ლიმ მილიონობით დოლარი შესწირა ქველმოქმედებას, დააფინანსა დემოკრატიული პარტია და ყველაფერი კრედიტით იყიდა. 2001 წლისთვის ქველმოქმედი გაკოტრდა, რადგან მოვალეებს 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა.

კიტ გოფი, მოგება: 17.3 მილიონი დოლარი

კიტ გოფმა 2005 წელს ბრიტანეთის ეროვნულ ლატარიაში 17,3 მილიონი დოლარი მოიგო. მან ფული ფუფუნების საგნებზე, ოჯახის წევრების განებივრებაზე და ძვირად ღირებულ ნივთებზე დახარჯა. ცოტა ხანში მისი ხარჯები უკონტროლო გახდა, ცოლიც გაშორდა და კიტი ალკოჰოლს მიეძალა.

გაკოტრებისა და დიდი ვალის გამო, კიტი 2010 წლის მარტში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯონ მაკგინესი, მოგება: 16,3 მილიონი დოლარი

1997 წელს, დიდ ბრიტანეთში, ნაციონალურ ლატარიაში 16,3 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივარმა ჯონ მაკგინესმა სამსახური მიატოვა და ლივინგსტონის კლუბი 4.9 მილიონ დოლარად შეიძინა, მაგრამ მან არ გააცნობიერა ის, რომ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა კლუბის ვალების გამო და დარჩენილი მოგებაც ვალების დაფარვას მოახმარა. 2009 წლისთვის მაკგინესს სასურსათო საყიდლებისთვის ფული ძლივს ყოფნიდა.

უილიამ პოსტი, მოგება: 16,2 მილიონი დოლარი

უილიამ "ბუდ" პოსტ III -მ 1988 წელს პენსილვანიის ლატარიაში 16,2 მილიონი დოლარი მოიგო. ფიქრობდა, რომ მას ძალიან გაუმართლა. ფულის მოგებისთანავე მას მეუღლემ უჩივლა და თანხა გააყოფინა. უკონტროლო ხარჯების გამო პოსტმა საბოლოოდ 1 მილიონი დოლარის ოდენობის ვალიც კი დააგროვა და რამდენიმე წელი საკვებს აშშ-ში მოქმედი სასურსათო კუპონებით ჭამდა. იგი 2006 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაიკლ კეროლი, მოგება: 13.8 მილიონი დოლარი

მეეზოვემ (ნაგვის შემგროვებელი) მიკ კეროლმა 2002 წელს, 19 წლის ასაკში, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ლატარიის ჯეკპოტში 13,8 მილიონი დოლარი მოიგო.

"ბინგოს მოძალადე", როგორც მას ბრიტანულმა ტაბლოიდურმა პრესამ უწოდა, დიდ ფულს ხარჯავდა წვეულებებზე, დეკორაციებში, ექსტრავაგანტულ მანქანებსა და საჩუქრებში. 2010 წლისთვის კეროლი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ იძულებული გახდა მის სამსახურში დაბრუნებულიყო.

ბრაიან მეგი, მოგება: 12.7 მილიონი დოლარი

ჩრდილოეთ ირლანდიელი ბრაიან მეგე Sunday Times ტოპ 100 მდიდარ ახალგაზრდებში დასახელდა, როდესაც მოიგო 2008 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ლატარიის ჯეკპოტი, 12,7 მილიონი დოლარი. თუმცა, მისი სიმდიდრე ხანმოკლე აღმოჩნდა. მაგის ბიზნესი 2013 წელს გაკოტრდა და მთლიანი ქონება დაკარგა.

ლი რაიანი, მოგება: 10.3 მილიონი დოლარი

ლონდონელმა ლი რაიანმა 1995 წელს დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ ლატარიაში 10.3 მილიონი დოლარი მოიგო.

რაიანმა ცოლი მიატოვა და 2000-იანი წლების შუა ხანებში ახალ შეყვარებულთან ერთად ყირგიზეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოგების დანარჩენი ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. 2010 წლისთვის ფული სრულიად გაუქრა. რაიანი ლონდონში დაბრუნდა და ქუჩაში, უსახლკაროთა შორის ცხოვრობდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი