საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 750 ტესტი ჩატარდა.