Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4301 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4276 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4363 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1187 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.