Galt and Taggart: 2021 წელს ინფლაცია 6.1% იქნება

საინვესტიციო კომპანია Galt and Taggart-მა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი განაახლა.

განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 6.1% იქნება.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკის მოცემული პროგნოზი წინა პროგნოზთან შედარებით გაზრდილია, უფრო კონკრეტულად, წინა დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი 4.5%-ზე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წელს ეროვნული ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე